Latest news
მარღარიტა პაპანდრეუ 103 წლის ასაკში გარდაიცვალა მეტროსადგურები კორიდალოსი და მანიატიკა დღეს 15:30 საათზე დაიკეტება სინდაღმას მეტროსადგურზე მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის ბრაილის რუკა განთავსდა რატომ მიიღეს გიორგოს მაზონაკისის მკვლელობაში ბრალდებული ექიმების იზოლირებულ საკნებში განთავსების გად... ხანია: გაკვეთილის მსვლელობის დროს სკოლის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს რულა პისპირიგუს სასამართლო პროცესი 2027 წლის 2 აპრილამდე გადაიდო მაზონაკისის სახლში ჩხრეკა ჩატარდა ირაკლიო: 54 წლის კაცმა ფსიქიატრიული კლინიკიდან გაწერიდან რამდენიმე საათში თავი მოიკლა ΕΟΦ-ის პრეზიდენტი მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ
პარასკევი, სექტემბერი 18, 2026
საბერძნეთიUncategorized

რულა პისპირიგუს სასამართლო პროცესი 2027 წლის 2 აპრილამდე გადაიდო

რულა პისპირიგუს სასამართლო პროცესი 2027 წლის 2 აპრილამდე გადაიდო

ათენის სააპელაციო სასამართლოში რულა პისპირიგუს საქმის განხილვა 2027 წლის 2 აპრილამდე გადაიდო. საქმე მისი 9 წლის ქალიშვილის, ჯორჯინას გარდაცვალებასა ეხება. რულა პისპირიგუს საკუთარი ქალიშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი ბრალდებულის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. პისპირიგუ დილით ათენის ნაფიც მსაჯულთა სააპელაციო სასამართლოში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სპეციალური ტრანსპორტით მიიყვანეს. სასამართლოში შესვლისას მას ხელში დამხმარე ჯოხი ეჭირა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პისპირიგუ ერთხმად დამნაშავედ სცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში ჯორჯინას გარდაცვალების საქმის პარალელურად ჯერ კიდევ განსახილველია პისპირიგუს მეორე საქმე, რომელიც მისი ორი უმცროსი ქალიშვილის: მალენასა და ირიდას გარდაცვალებას ეხება. აღნიშნული პროცესის დაწყება დეკემბრის დასაწყისისთვის არის დაგეგმილი. პირველ ინსტანციაში ზემოთ აღნიშნულ საქმეზე ორი უვადო პატიმრობა მიესაჯა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *