Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

რატომ მიიღეს გიორგოს მაზონაკისის მკვლელობაში ბრალდებული ექიმების იზოლირებულ საკნებში განთავსების გადაწყვეტილება

რატომ მიიღეს გიორგოს მაზონაკისის მკვლელობაში ბრალდებული ექიმების იზოლირებულ საკნებში განთავსების გადაწყვეტილება

გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებულმა ექიმებმა იოანა ღაკამ და ილიას თეოდოროპულოსმა კორიდალოსის ციხეში პირველ ღამე ცალ-ცალკე საკნებში გაატარეს. ორივეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

იოანა ღაკა ქალთა განყოფილების პირველ სართულზე, ინდივიდუალურ საკანში მოათავსეს. აღნიშნულ საკანში მანამდე ირინე მურძუკუ იმყოფებოდა. ექიმი, რომელიც გიორგოს მაზონაკისს პლაზმოფერეზის პროცედურას უტარებდა, გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო მთელი ღამის განმავლობაში.

ილიას თეოდოროპულოსი, კლინიკის ექიმი და მფლობელი, 2-3 ადამიანზე გათვლილ საკანში, მეექვსე განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი უსაფრთხოების მიზნით ისიც სრულიად მარტო განათავსეს საკანში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ბრალდებული საკანში ტელევიზორის დაყენებას ითხოვს. ამასთან, თეოდოროპულოსმა შიმშილობისა და წყლის მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეცვალა და ამჟამად ჩვეულებრივად იკვებება.

ადვოკატების მეშვეობით ექიმები ასევე გეგმავენ მათი წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრებას, რაც მომავალ თვეში მოხდება.

საქმის პარალელურად, ყურადღება ექიმების ფინანსურ მდგომარეობაზეც გამახვილდა. შავი ფულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყების ხელმძღვანელის, პროკურორის ხარალამბოს ვურლიოტისის განკარგულებით, დაიწყო მათი ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესი.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ არსებობს ფულის გათეთრების შესაძლო ნიშნები. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მათი მოძრავი და უძრავი ქონების დაყადაღების საკითხიც დადგეს.

ამასთან, გრძელდება გამოძიება მაზონაკისის მკურნალობის დღეს კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზე. საქმეზე განმარტებების მიცემა ჰიპნოთერაპევტსაც მოუწევს, რომელსაც ღაკას მიერ გადაღებული ერთ-ერთი ფოტო ინციდენტის დროს მიიღო.

ფოტოზე გიორგოს მაზონაკისი სამედიცინო საწოლზე წევს პლაზმოფერეზის პროცედურის დროს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რატომ გადაიღეს ფოტო და რა მიზეზით გაუგზავნა იგი ექიმმა ჰიპნოთერაპევტს.

პოლიციას ასევე აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მიერ შედგენილი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც კრიტიკულ წუთებში ორმა ექიმმა მაშველებს მაზონაკისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა და მისი ვინაობაც არ გაამხილა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *