Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ირაკლიო: 59 წლის მამაკაცს მისი 11 წლის დისშვილის მიმართ განხორციელებული უხამსი ქმედების გამო 11 წლით პატიმრობა მიესაჯა

ირაკლიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა 59 წლის მამაკაცს, რომელიც მისი მეურვეობის ქვეშ მყოფ 11 წლის დისშვილზე უხამს ქმედებას ანხორციელებდა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს დასრულდა, მამაკაცი ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ სცნეს და პატიმრობა მიესაჯა, თუმცა თვით მსჯავრდებული აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ მის 11 წლის დისშვილს არ შეხებია.

მისმა ადვოკატმა მოითხოვა ბავშვის ხელახალი შემოწმება აუდიოვიზუალური გაშუქებით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

შემთხვევა გამოვლინდა 2022 წლის თებერვალში, როდესაც პატარა გოგონა ესაუბრა დაწყებითი სკოლის მასწავლებელს ბიძის შემზარავი საქციელის შესახებ, რომელსაც მასზე  მეურვეობა ჰქონდა აღებული.

ბავშვი არასათანადო პირობებში ცხოვრობდა ბიძასთან ერთად პატარა ქოხში, განიცდიდა მუდმივ შიმშილს, უყურადღებობას და როგორც სკოლის მასწავლებლებმა შენიშნეს, ხშირად აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *