AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს
AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს
3-11 ოქტომბერს ათენში Metropolitan Expo უმასპინძლებს AUTO ATHINA 2026-ს, საბერძნეთში დღემდე ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო გამოფენას.
ღონისძიებაში მონაწილეობს 52 ავტომობილის ბრენდი, მათ შორის BMW, Mercedes-Benz, Audi, Toyota, Tesla, BYD, Hyundai, Kia, Volkswagen, Porsche, Renault, Peugeot, Nissan და სხვა ევროპული, იაპონური, კორეული და ჩინური მწარმოებლები. ორგანიზატორები ცხრა დღის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ვიზიტორს ელიან.
გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალი მოდელების ვიზიტორებისთვის წარდგენაა. ათენში გაიმართება რამდენიმე საბერძნეთისა და ევროპის მასშტაბის პირველი ჩვენება, მათ შორის BMW i3-ისა და BMW X5-ის ეროვნული პრემიერები, BYD-ის ოთხი ახალი მოდელის წარდგენა და Citroën C3 Aircross OUTDOOR Extended Range-ის ევროპული პრემიერა.
ვიზიტორებს ასევე დახვდებათ ელექტრომობილები, ჰიბრიდები და plug-in ჰიბრიდები, SUV-ები, ქალაქის ავტომობილები, სპორტული და კომერციული მოდელები, ასევე ტექნოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია ავტონომიურ მართვასთან, დაკავშირებულ ავტომობილებთან და ელექტრომობილობასთან. დაგეგმილია ტესტ-დრაივები და სპეციალური ღონისძიებებიც.
ბილეთის ფასი: ონლაინ შეძენისას: 12 ევრო, სალაროებში: 13 ევრო. 12 წლამდე ბავშვებისა და შშმ პირებისთვის შესვლა უფასოა, ხოლო Metropolitan Expo-ს პარკინგზე ავტომანქანების გაჩერება სრულიად უფასო.
გამოფენა ვიზიტორებისთვის ღია იქნება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 14:00–21:00, შაბათ-კვირას კი 10:00–21:00. Metropolitan Expo-მდე მისვლა შესაძლებელია მეტროთი ან საგარეუბნო მატარებელით აეროპორტის მიმართულებით; აეროპორტიდან გამოფენამდე იმოძრავებს უფასო ავტობუსიც.
AUTO ATHINA 2026 აერთიანებს ავტომობილების ბაზრის როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბრენდებს და ათენში თანამედროვე ავტოინდუსტრიის უახლეს მოდელებსა და ტექნოლოგიებს მოუყრის თავს.
