30 სექტემბრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
30 სექტემბრიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური EMY ხვალ, 30 სექტემბერს, ამინდის გაუარესების შესახებ საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს. აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, განსაკუთრებით კუნძულ კრეტაზე და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.
კუნძულ კრეტაზე, განსაკუთრებით ხანიასა და რეთიმნოს რეგიონებში, ძლიერი წვიმა და შტორმი 30 სექტემბერს საღამოს დაიწყება და 1 ოქტომბერსაც გაგრძელდება. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური მოვლენები პერიოდულად შესაძლოა 4 ოქტომბრის, კვირა დილის ჩათვლით გაგრძელდეს.
ევიაზე ხალმოკლე, მაგრამ ძლიერი წვიმა და შტორმი 30 სექტემბერს არის მოსალოდნელი. შუადღის შემდეგ კი ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა იკლებს.
EMY მოსახლეობას განსაკუთრებით კრეტაზე, ევიასა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში მოუწოდებს, ძლიერი წვიმის დროს გადაადგილებისა და საზღვაო მიმოსვლისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
