ნეა იონიაში მგზავრმა ტაქსის მძღოლი დაკბინა
ნეა იონიაში მგზავრმა ტაქსის მძღოლი დაკბინა
ნეა იონიაში 54 წლის ტაქსის მძღოლი 35 წლის მგზავრის თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა 4 ოქტომბრის გამთენიისას დაფიქსირდა.
დაშავებული ქალის განცხადებით, მას და მგზავრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი მას დაემუქრა და სახის არეში უკბინა. თავდასხმის შედეგად ქალმა ყურის ნაწილი დაკარგა და სერიოზული დაზიანება მიიღო.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ათენის საავადმყოფო „ელპისში“ გადაიყვანა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
პოლიციამ 35 წლის მგზავრი დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა მძიმე სხეულის დაზიანების მიყენებისა და მუქარის ბრალდებით.
Facebook Comments Box
