კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია
კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია
კუნძულ კრეტაზე, იერაპეტრაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა უწყვეტი ჩასვლის გამო ვითარება უკიდურესად გართულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილ დროებით თავშესაფარში 497-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო ადგილზე გაშლილი კარვები ყველას საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს უამინდობა.
მოსალოდნელია კიდევ სამი ნავით 160 ადამიანის ჩამოსვლა. პარალელურად, 167 ადამიანის ხანიას მახლობლად, აღიაში გადაყვანა იგეგმება, რამაც შესაძლოა დროებით შეამსუბუქოს აღნიშნული მდგომარეობა.
საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრის, თანოს პლევრისის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან კრეტაზე ჩასული მიგრანტების რაოდენობამ დაახლოებით 19 000-ს მიაღწია. მინისტრის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ლიბიაში დაახლოებით 500 000 ადამიანის არსებობა, რომლებიც საბერძნეთში ზღვის გავლით შემოსვლას ელოდებიან.
პლევრისმა ასევე აღნიშნა, რომ იერაპეტრაში არსებული ვითარება ბოლო დღეებში ჩამოსვლის შემთხვევების დიდმა რაოდენობამ განაპირობა. მისი თქმით, კრეტაზე მიგრაციული ნაკადების მართვისა და დროებითი თავშესაფრის მოწყობის სამინისტროს გეგმა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
