Latest news
საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა რა იცვლება საბერძნეთის ღია ბაზრობებზე: საღამოს ვაჭრობა, ნებართვები და სავაჭრო ადგილები პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა - შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება საბერძნეთის პოლიცია წვეულებებზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ განცხადებას ავრცელებს ალცჰაიმერის მკურნალობის ახალი მეთოდი საბერძნეთში პატრა: 29 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა კალითეა: მოძრაობის შეზღუდვა მძღოლებისთვის
კვირა, ოქტომბერი 18, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა – შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან

პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა – შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან

პარნასოს მთაზე ზამთარი უკვე მოვიდა. მთის დათოვლილი ფერდობები შთამბეჭდავ პეიზაჟებს ქმნის, მაშინ როდესაც ფთიოტიდას რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა.

სიცივე უკვე დაბლობებშიც იგრძნობა, ხოლო მაღალმთიანი ტერიტორიები თოვლით დაიფარა. ბუნების ეს სურათები კი უფრო ზამთარს მოგვაგონებს, ვიდრე ოქტომბრის შუა რიცხვებს.

პარნასოს თოვლით დაფარული ლანდშაფტი დიმიტრის მერმინგისის მიერ გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოებშია ასახული, რომლებიც რეგიონში ამინდის მკვეთრ ცვლილებას წარმოაჩენს.

მათ, ვინც მთიან რეგიონებში გამგზავრებას გეგმავს, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და სათანადოდ მომზადება მართებთ. დაბალმა ტემპერატურამ და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შესაძლოა გადაადგილება გაართულოს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან გზებზე მოძრავმა მძღოლებმა თან იქონიონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები და სხვა შესაბამისი საშუალებები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *