საბერძნეთი: უნივერსიტეტებში სარეგისტრაციო პლატფორმა 7 ივლისიდან იხსნება
საბერძნეთი: უნივერსიტეტებში სარეგისტრაციო პლატფორმა 7 ივლისიდან იხსნება
საბერძნეთის განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2026 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებს 7-დან 16 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულად შეავსონ უნივერსიტეტებსა და პროფესიული განათლების სასწავლებლებში ჩარიცხვის განაცხადი.
კანდიდატები განაცხადს პირადი კოდების გამოყენებით სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე შეავსებენ. სამინისტრო მათ ურჩევს, საბოლოოდ დადასტურებული განაცხადი შეინახონ ან ამობეჭდონ, რათა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი არჩევანის გადამოწმება შეძლონ.
განათლების სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ განაცხადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ მათი საბოლოოდ დადასტურება ან ცვლილება აღარ იქნება შესაძლებელი.
ამასთან, 8 ივლისიდან აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული გამოცდებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის მიღებაც, რომელშიც ყველა საგანში მიღებული ქულები იქნება მითითებული.
