Latest news
პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა რა იცვლება საბერძნეთის ღია ბაზრობებზე: საღამოს ვაჭრობა, ნებართვები და სავაჭრო ადგილები პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა - შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება საბერძნეთის პოლიცია წვეულებებზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ განცხადებას ავრცელებს ალცჰაიმერის მკურნალობის ახალი მეთოდი საბერძნეთში
კვირა, ოქტომბერი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა

საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა

საბერძნეთის 107 მუნიციპალიტეტში სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე 843 ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი მოეწყო. პროექტის საერთო ბიუჯეტი 78 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი დასრულება 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა უსაფრთხოების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სისტემაში ჩართულია ასფალტში ჩაშენებული LED განათებები და ვერტიკალური მანათობელი ნიშნები, რომლებიც ქვეითის გამოჩენისას აქტიურდება და მძღოლებს გადასასვლელთან ადამიანის ყოფნის შესახებ წინასწარ აფრთხილებს.

განათებული გადასასვლელები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამით, ცუდი ხილვადობის, წვიმისა და ნისლის დროს, რადგან მძღოლებს ქვეითის დროულად შემჩნევისა და სიჩქარის შემცირების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტს საბერძნეთის ტექნიკური პალატა ახორციელებს. დაფინანსება ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამინისტროსა და ევროკავშირის NextGenerationEU პროგრამის ფარგლებში, ეროვნული აღდგენისა და მდგრადობის გეგმით „საბერძნეთი 2.0“ ხორციელდება.

სისტემები მზის ენერგიით იმუშავებს. ამასთან, გადასასვლელებთან დამონტაჟებული სენსორები სადღეღამისო რეჟიმში შეაგროვებს საგზაო მოძრაობისა და გარემოს შესახებ მონაცემებს, რაც მუნიციპალიტეტებს მოძრაობის უკეთ მართვასა და საცობების შემცირებაში დაეხმარება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *