სხდომათა დარბაზში ფილიპიდისი და ბიბილასი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სხდომათა დარბაზში ფილიპიდისი და ბიბილასი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ბერძენი მსახიობების, პეტროს ფილიპიდისა და სპიროს ბიბილასის მონაწილეობით, სასამართლო სხდომა ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო განიხილავს ფილიპიდის მიერ შეტანილ საჩივარს იმ ქალის წინააღმდეგ, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.
დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც სპიროს ბიბილასი ჩვენებას აძლევდა. სხდომის დაწყებისას დარბაზში არმყოფი პეტროს ფილიპიდისი მოულოდნელად გამოჩნდა და კოლეგას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
„მასხარა ხარ! ცოტა მაინც არ გრცხვენია? უნდა გრცხვენოდეს! სასაცილო ხარ!“ – უყვირა ფილიპიდისმა ბიბილასს.
მან კოლეგა ასევე დაადანაშაულა ჭორების გავრცელებაში და განაცხადა: „აქეთ-იქით ჭორებს ავრცელებ. სასაცილო ხარ! შენთან მხოლოდ იმიტომ ვთანამშრომლობდი და ვმეგობრობდი, რომ მეცოდებოდი. მე უდანაშაულო ვარ“.
სიტყვიერი დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ მოსამართლეები იძულებულები გახდნენ სხდომა დროებით შეწყვიტათ.
