Latest news
შშმ პირთა საცხოვრებლების ადაპტაციის პროგრამის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება საბერძნეთი: რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კანდიდატები ქირის დასაბრუნებლად შეღავათები სასოფლო-სამეურნეო დიზელზე საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა საბერძნეთში სალონიკი: დააკავეს 26 წლის ახალგაზრდა, რომელსაც გატაცებისა და გამოძალვის მცდელობისთვის 33 წლით თავის... სხდომათა დარბაზში ფილიპიდისი და ბიბილასი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შეუერთდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფიცვას მძღოლები, რომლებიც ძრავას არ აქრობენ, 350 ევროს ოდენობის ჯარიმას მიიღებენ პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა
სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

შეუერთდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფიცვას

შეუერთდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფიცვას

ხვალ, 20 ოქტომბერს და ზეგ 21 ოქტომბერს საბერძეთის უნივერსიტეტების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციას გამართავენ. 

საპროტესტო აქციები 20 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. ახალგაზრდები სიდაღმას მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც გაიმართება მხარდამჭერი კონცერტიც.

21 ოქტომბერს კი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საბერძნეთის საგანმანათლებლო სფეროში, რომელშიც მასწავლებლები და პედაგოგები მონაწილეობენ. პარალელურად, ათენში შუადღის 12 საათზე, სალონიკში 11:30 საათზე ვენიზელოსის ძეგლთან და პატრაში 10:30 საათზე წმინდა გიორგის მოედანზე საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. მასწავლებლები მუშაობას დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდე შეწყვეტენ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძირითადად, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მეტროს, ტრამვაის, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების გაფიცვის ან მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

თუმცა, სალონიკის მეტროში უსაფრთხოების ზომების გამო დროებითი შეზღუდვები დაწესდება.

სალონიკში მეტროს ხუთი სადგური დაიკეტება

ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, დილის 09:00 საათიდან:

  • „Δημοκρατίας“ 
  • „Βενιζέλου“ 
  • „Αγίας Σοφίας“
  • „Σιντριβάνι“ 
  • „Πανεπιστήμιο“

შეზღუდვის პერიოდში მატარებლები აღნიშნულ სადგურებზე გაჩერების გარეშე გაივლიან. მგზავრებს დამატებითი ინფორმაციისთვის განახლებული ოფიციალური განცხადებების გაცნობა ურჩევენ.

გაფიცვაში მონაწილეობენ დაწყებითი განათლების მასწავლებლები, საბავშვო ბაღების პედაგოგები და საშუალო განათლების მასწავლებლები. 

მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათ, ვინც სალონიკში გადაადგილებას მეტროთი გეგმავს, რეკომენდებულია წინასწარ გაითვალისწინონ სადგურების დროებითი დახურვა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტი შეარჩიონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *