ამალიადა: ძმებმა გარდაცვლილი დედა სახლის ეზოში დამარხეს
ამალიადა: ძმებმა გარდაცვლილი დედა სახლის ეზოში დამარხეს
ქალაქ ამალიადაში ორმა ძმამ 79 წლის გარდაცვლილი დედა საკუთარი სახლის ეზოში დამარხა. მათი განმარტებით, ოჯახს დაკრძალვის ხარჯების დასაფარად საკმარისი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ორივე მათგანი გარდაცვალების შესახებ შესაბამისი უწყებებისთვის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს.
შემთხვევა მას შემდეგ გახმაურდა, რაც მესამე ძმამ პოლიციას მიმართა, რადგან არ ეთანხმებოდა მათ გადაწყვეტილებას.
გარდაცვლილი ქალი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა და სამივე შვილთან ერთად ცხოვრობდა. იგი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. 21 ოქტომბერს პოლიციამ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანდასწრებით, მისი ცხედარი ეზოდან ამოასვენებინა.
მესამე ძმა იმედოვნებს, რომ დედას სათანადო წესით დაკრძალავენ სასაფლაოზე.
Facebook Comments Box
