Latest news
საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული ახლოვდება - რისი სიმბოლოა საბერძნეთისთვის 28 ოქტომბერი 25 ოქტომბრიდან საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის ლეროსის სანაპიროზე 5 ახალი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს 21 წლის გოგონას დაშავების საქმეში გამოძიება გაუპატიურების აბის შესაძლო გამოყენების ვარაუდს სწავლობს ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დაშავდა ამალიადა: ძმებმა გარდაცვლილი დედა სახლის ეზოში დამარხეს სალონიკი: არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი... სალონიკი: სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე 3500 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკანონოდ დაყარეს - დაკავებ... შშმ პირთა საცხოვრებლების ადაპტაციის პროგრამის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება საბერძნეთი: რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კანდიდატები ქირის დასაბრუნებლად
ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

21 წლის გოგონას დაშავების საქმეში გამოძიება გაუპატიურების აბის შესაძლო გამოყენების ვარაუდს სწავლობს

21 წლის გოგონას დაშავების საქმეში გამოძიება გაუპატიურების აბის შესაძლო გამოყენების ვარაუდს სწავლობს

კრიტიკულია 21 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღეს გამთენიისას კუნძულ პაროსიდან პირეას ძანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გამოძიება სწავლობს, მიიღო თუ არა ახალგაზრა ქალმა ე.წ. „გაუპატიურების აბად“ ცნობილი ნივთიერება. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერება მიიღო მან და რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.

ინციდენტთან დაკავშირებით პაროსზე გოგონას მეგობარი დააკავეს. სამართალდამცველები ამოწმებენ ვერსიას, რომ შესაძლოა მას ახალგაზრდა ქალისთვის აღნიშნული ნივთიერება მიეცა. ასევე განიხილება ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შესაძლებლობა, მათ შორის ჭარბი დოზით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად.

გამოძიების ფარგლებში იკითხება კიდევ ერთი წყვილი, რომელიც გოგონასა და მის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

ექიმები ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად იბრძვიან. შემთხვევის ზუსტი გარემოებები და მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *