Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ახალი პირადობის მოწმობის გაცემის საფასური 10 ევროს შეადგენს

ახალი პირადობის მოწმობის გაცემის საფასური 10 ევროს შეადგენს

ახალი პირადობის მოწმობების ასაღებად საბერძნეთის მოქალაქეების მიერ გაკეთებული განცხადებების რაოდენობა პოლიციებში ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს. 

მიუხედავად მოთხოვნების გაზრდილი რაოდენობისა ძველი პირადობის მოწმობები მოქმედებაში 2026 წლის აგვისტომდე ძალაში რჩება.

თუმცა აგვისტოდან ახალი პირადობის მოწმობის ფლობა სავალდებულო ხდება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა უნდათ.

2019/1157 ევროპული რეგულაციის თანახმად პირადობები, რომლებსაც არ აქვთ ელ. წაკითხვის MRZ ფუნქცია, 2026 წლის 3 აგვისტოდან წყვეტენ ძალაში ყოფნას.

ახალი პირადობის მოწმობის გაცემის საფასური 10 ევროს შეადგენს და შესაძლებელია ელექტრონული სახელმწიფო მოსაკრებლის: 4485 კოდით გადახდა. 

მათთვის, ვისაც მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავთ, პირადობის მოწმობის გაცემის საფასური 5 ევროს შეადგენს, ხოლო სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდის კოდი კი 4486-ია.

ასევე აუცილებელია პოლიციის მომსახურების საფასურის 0,50 ცენტის გადახდა, გადასახადის კოდი: 2043. რომელიც თან უნდა დაერთოს განაცხადს.

სახელმწიფო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოთ მანამ, სანამ პოლიციის შენობაში მიხვალთ. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *