Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

კუნძული ხიოსის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „თემელი“ (ΘΕΜΕΛΗ Α.Ε.) სამუშაოების გეგმის შეცვლას ითხოვს, რაც აეროპორტის ფუნქციონირების შეჩერებას 2026 წლის 15 ნოემბრიდან 2027 წლის 15 მარტამდე სრული ოთხი თვით გამოიწვევს. თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამუშაოები ამ ვადაშიც ვერ დასრულდება.

ბერძნული გამოცემა Astraparis-ის ინფორმაციით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე სამუშაოები მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავდაპირველ გრაფიკს. ახალი გეგმის მიხედვით, კომპანია სამუშაოებს ზოლის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებზეც დაიწყებს, რაც აეროპორტის სრულად დახურვას გამოიწვევს.

ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ძლიერი წვიმები და სამუშაოების მასშტაბი მათ შორის, საფარის მოხსნა და ზოლის საძირკვლის გაძლიერება პროექტის დასრულებას კიდევ უფრო გაართულებს. შედეგად, არსებობს საფრთხე, რომ აეროპორტი განუსაზღვრელი ვადით დარჩეს დაკეტილი, ხოლო შემსრულებელმა კომპანიამ ბუნებრივი მოვლენების შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო ვადის გახანგრძლივება მოითხოვოს.

ადგილობრივი მოსახლეობა აკრიტიკებს საბერძნეთის მთავრობასა და შესაბამის უწყებებს კომპანიის მიმართ არასაკმარისი კონტროლის გამო. კუნძულის წარმომადგენლების აზრით ყველაზე გონივრული გამოსავალია ჩრდილოეთ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება და შემდეგ სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებზე გადასვლა, რათა აეროპორტის დახურვის პერიოდი მინიმუმამდე შემცირდეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს საბერძეთის მთავრობას ხმა მიაწვდინოს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამუშაოების გეგმის შეცვლამ შესაძლოა კუნძული საჰაერო კავშირის გარეშე დატოვოს, რაც სერიოზულ სირთულეებს შეუქმნის კუნძულის მოსახლეობას და ტურიზმის სექტორს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *