საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (ΕΜΥ) ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას. ორშაბათს 26 ოქტომბერს გამთენიისას მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი. პროგნოზის თანახმად უამინდობა სულ მცირე 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც.
ორშაბათს, 26 ოქტომბერს, ძლიერი ნალექი და შტორმი ატიკაში შუადღემდე, შემდეგ კი საღამოს საათებშია მოსალოდნელი. ინტენსიური მოვლენები ასევე შეეხება აღმოსავლეთ ცენტრალურ საბერძნეთს, თესალიას, სპორადების კუნძულებსა და ევიას. დოდეკანისას კუნძულებზე უამინდობა გვიან საღამომდე გაგრძელდება, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე ძლიერი ნალექი შუადღიდან არის მოსალოდნელი.
სამშაბათს, 27 ოქტომბერს, უამინდობა გაგრძელდება სპორადებსა და ევიაზე შუადღემდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე გვიან შუადღემდე, ხოლო დოდეკანისას კუნძულებზე ინტენსიური მოვლენები შუადღიდან დაიწყება. ატიკაში ძლიერი ნალექი დილის საათებამდეა მოსალოდნელი.
მოსახლეობისთვის რეკომენდებულია, გამოიჩინონ სიფრთხილე, მოერიდონ დატბორვისკენ მიდრეკილ ადგილებს და გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ამინდის პროგნოზი.
