Latest news
სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა საბერძნეთი: უფასო მამოგრაფიის პროგრამა განახლდა სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაცვლილი კვიპროსელი სტუდენტის მამამ სასამართლოზე ჩვენება მისცა ნიკოს კარველას: ვისის სანაცნობო წრე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთი: ამინდი საგრძნობლად გაუარესდება პანდიოს უნივერსიტეტი სტუდენტურ სართო საცხოვრებელს ხსნის
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კუნძული როდოსი ძლიერი უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობაშია. დილიდან კუნძულზე სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სტიქიას 62 წლის მამაკაცის სიცოცხლეც ემსხვერპლა, რომელიც არხანგელოსის რაიონში, სტეღნას დასახლებაში დაიღუპა.

ათენისა და მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას როდოსის მერმა, ალექსანდროს კოლიადისმა განაცხადა, რომ კუნძულზე ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. მისი ინფორმაციით, დღეს, 16:30 საათზე, საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც სტიქიის შედეგებსა და მიყენებულ ზარალს შეაფასებენ და პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომებს განსაზღვრავენ.

სანაპირო დაცვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, ძლიერმა წყლის ნაკადმა ოთხი ავტომობილი გაიტაცა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხივე ავტომობილი შეამოწმეს, თუმცა მათში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ამასთან, სანაპირო ზოლის გასწვრივ სამძებრო და შემოწმებითი სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულია სანაპირო დაცვის საპატრულო ხომალდი და სახანძრო სამსახურის სწრაფმავალი კატარღა.

ძლიერი უამინდობა როდოსის სხვადასხვა რაიონში კვლავ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. დატბორილია გზები, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა, ხოლო მუნიციპალიტეტის, სამხრეთ ეგეოსის რეგიონისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად უწყვეტად მუშაობენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *