28 ოქტომბერს ფთიოტიდა თოვლმა დაფარა
28 ოქტომბერს ფთიოტიდა თოვლმა დაფარა
საბერძნეთში ფთიოტიდის რეგიონი 28 ოქტომბრის დილას თოვლის ქურქით შეიმოსა. მთიან სოფლებში თოვლი მოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. შემოდგომის პირველი ძლიერი ცივი ტალღის შედეგად საბერძნეთის მთიან რეგიონებში ზამთრისთვის დამახასიათებელი სურათი შეიქმნა.
თოვლი ზღვის დონიდან 800-900 მეტრის სიმაღლეზეც მოვიდა, თუმცა ზამთრის სუსხი დაბლობებშიც იგრძნობოდა.
ბერძნული მედიის, LamiaReport-ის ცნობით, თოვა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს დილით ადრე დაიწყო და ფთიოტიდას მთიანი დასახლებები თეთრად შემოსა.
თოვლი მოვიდა პავლიანში, იპატის მიმდებარე სოფლებში და მაკრაკომის მუნიციპალიტეტის მთიან დასახლებებში. თოვლით დაიფარა იტის მთის თავშესაფრის ტერიტორიასა და მის გარშემო მდებარე მთიან ადგილებშიც.
Facebook Comments Box
