შთამბეჭდავი შემოდგომის ფერთა გამა ქსანთის ტყეებში
შთამბეჭდავი შემოდგომის ფერთა გამა ქსანთის ტყეებში
ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქსანთის რეგიონში, შემოდგომის მოსვლასთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს განსაკუთრებული პეიზაჟის ხილვის შესაძლებლობა ეძლევათ.
შემოდგომის ფერები ოქროსფერი ყვითლიდან და მუქი ნარინჯისფერიდან დაწყვებული მკვეთრი წითელი ფერით დასრულებული ერთმანეთს ერწყმის და მარადმწვანე წიწვოვანი ხეების ფონზე განსაკუთრებით თვალწარმტაც კონტრასტს ქმნის.
ულამაზესი შემოდგომის პეიზაჟები ფოტოგრაფმა ვასილის ვერვერიდისმა სააგენტო MotionTeam-ისთვის აღბეჭდა. ფოტოებზე ჩანს ტყეში გამავალი ვიწრო და დაკლაკნილი გზა, რომელიც ფერად ხეებს შორის მიიკლაკნება და გარემოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ბუნების მიერ შექმნილი ეს ფერადი კომპოზიცია ფერწერულ ტილოს მოგვაგონებს. ქსანთის ეს ადგილები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს შემოდგომა, როდესაც ბუნება მწვანე ფერს ოქროსფერი, ნარინჯისფერი და წითელი ტონებით ცვლის.


