ხანძრიდან 10 წლის შემდეგ პატარა სტეფანემ 28 ოქტომბრის აღლუმზე საბერძნეთის დროშა აღმართა
ხანძრიდან 10 წლის შემდეგ პატარა სტეფანემ 28 ოქტომბრის აღლუმზე საბერძნეთის დროშა აღმართა
სტეფანე ლარისადან, რომელიც 10 წლის წინ საშინელი ხანძრის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, დღეს უკვე საბერძნეთის ეროვნულ დღესასწაულზე დროშით ხელში წარდგა.
სტეფანეს ისტორია საბერძნეთში 2016 წლის ნოემბერში ყველას დაამახსოვრდა, როდესაც ლარისის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ფინანსური სირთულეების გამო ოჯახს ელექტროენერგია არ ჰქონდა და სახლის გასანათებლად სანთლებს იყენებდა.
როდესაც სახლი ცეცხლის ალში გაეხვა ოთხი წლის სტეფანე ოთახში ეტლში იმყოფებოდა. მისი გადარჩენა მეხანძრე ილიას არვიტასმა შეძლო, რომელიც ცეცხლმოკიდებულ ბინაში შევიდა და ბავშვი უკანასკნელ მომენტში გამოიყვანა. სტეფანემ მძიმე დამწვრობები მიიღო და ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა გადასარჩენად, რომელსაც არაერთი ოპერაცია და საავადმყოფოში გატარებული პერიოდი ახლდა.
ათი წლის შემდეგ სტეფანე გაიზარდა და დღეს ლარისას მუნიციპალიტეტის, იანულის დაწყებითი სკოლის სახელით, სიამაყით ატარებს საბერძნეთის დროშას 28 ოქტომბრის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მის გვერდით ღონისძიებაზეც კი დგას დედა, რომელიც მთელი ამ რთული წლების განმავლობაში შვილის გვერდიდან არ მოშორებია და რეაბილიტაციის პროცესში მხარს უჭერდა.
სტეფანეს ისტორია გამძლეობის, დედობრივი სიყვარულისა და იმედის სიმბოლოა. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ სიცოცხლემ ახალი გზა იპოვოს.
