სალმა ჰაიეკი 60 წლის ასაკში: ადრე ასაკი მაშინებდა, ახლა კი ცხოვრებით ვტკბები
სალმა ჰაიეკი 60 წლის ასაკში: ადრე ასაკი მაშინებდა, ახლა კი ცხოვრებით ვტკბები
ცნობილი მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი 60 წლის იუბილეს ოპტიმიზმითა და დროის სვლის მიმართ შიშის გარეშე შეხვდა. მსახიობის თქმით, ასაკის მატება სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორც ახალგაზრდობაში წარმოედგინა. დღეს ის კვლავ სიამოვნებით ატარებს დროს ოჯახთან და მეგობრებთან, ოცნებობს და ახალ შემოქმედებით გამოწვევებს ეძებს.
5 ნოემბერს, ბევერლი-ჰილზში გამართულ Women in Film Honors 2026-ის ღონისძიებაზე გამოცემა PEOPLE-თან საუბრისას ჰაიეკმა აღნიშნა, რომ 60 წლის ასაკი მისთვის საკმაოდ სასიამოვნო პერიოდი აღმოჩნდა:
„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 20, 30, 40 და 50 წლის ასაკშიც კი 60 წელი საშიშად მეჩვენებოდა. ახლა კი ვხვდები, რომ ამ ასაკში ცხოვრება სულაც არ არის ცუდი. კვლავ ვაკეთებ იმას რაც მიყვარს, მყავს ოჯახი და მეგობრები, მაქვს ჯანმრთელობა, ენერგია და ოცნებები. ასე რომ, წინ!“ – განაცხადა მსახიობმა.
ჰაიეკი წლების განმავლობაში ბუნებრივი დაბერების პროცესის მიღებას უსვამს ხაზს და ბოტოქსის გამოყენებას უარყოფს. 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მან ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც ზღვაში შიშველი ცურავს. ერთ-ერთ ფოტოს მსახიობმა წარწერა დაურთო: „60 წლის და მადლიერი“.

