Latest news
საბერძნეთი: გათბობის სუბსიდიის მისაღებად პლატფორმა გაიხსნა gov.gr-ის განახლებული პლატფორმა საჯარო სერვისებსა და მოქალაქეების ურთიერთობას გაამარტივებს  ჩემოდანში ნაპოვნი 24 წლის ქალის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი 20 წლის გვინეელია  ალიმოსის მეტროსთან სამმა ახალგაზრდამ 64 წლის კაცი გაძარცვა  დეკემბერში პროგრამა „ჩემი სახლი 3“ იწყება პატრა: ირინი მურძუკუს სასამართლო პროცესი გრძელდება ვოლოსში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელი ძალადობასა და მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნაში დაადან... ათენის მერია ქალაქს საშობაოდ 24 ნოემბერს მორთავს ათენი: გზა ფოლეგანდროსიდან ათენამდე, რომელმაც 24 წლის გოგონა ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა როდის არის შავი პარასკევი
ხუთშაბათი, ნოემბერი 12, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

ათენის მერია ქალაქს საშობაოდ 24 ნოემბერს მორთავს

ათენის მერია ქალაქს საშობაოდ 24 ნოემბერს მორთავს

ათენი საშობაო დღესასწაულებისთვის ემზადება. 24 ნოემბერს, სამშაბათს, 19:30 საათზე, ქალაქის ცენტრში 21 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხის საზეიმო ანთების ცერემონია გაიმართება. ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება.

წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრიპოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ანო რიზეს ხრისოვიციუდან ჩამოიტანეს. იგი წითელი და ოქროსფერი ბურთებით, განათებული დეკორაციებითა და ათასობით ნათურით მოირთვება. სინტაგმას მოედანზე ჯამში 168 000 ნათურა განთავსდება.

საზეიმო საღამოს მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ათენის მუნიციპალიტეტის Big Band-ი და ფილარმონიული ორკესტრი. 19:00 საათიდან მაყურებლის წინაშე მომღერალი მარინა სპანუ წარდგება, ღონისძიებას კი გიორგოს ლიანოსი გაუძღვება. ნაძვის ხის განათების სიმბოლურ ათვლაში ათენის მერი ხარის დუკასი, მარინა სპანუ და გიორგოს ლიანოსი მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ახალი სადღესასწაულო დეკორაციებით მოირთვება ვასილისის სოფიასა და ალექსანდრას გამზირები, პატისიონისა და ერმუს ქუჩები. საშობაო განათებები პირველად გამოჩნდება არისტოტელუს ქუჩაზეც.

ათენის მუნიციპალიტეტის გეგმის მიხედვით, ქალაქის 50 სხვადასხვა ლოკაციაზე 77 220 მეტრი გირლანდა განთავსდება, დამონტაჟდება 1 958 დეკორატიული სანათი, 1 315 საჰაერო დეკორაცია და 62 სამგანზომილებიანი განათებული კომპოზიცია. სადღესასწაულო განათებისთვის გამოყენებული იქნება დაბალი ენერგომოხმარების LED ტექნოლოგია.

მუნიციპალიტეტი უახლოეს პერიოდში საშობაო ღონისძიებების სრულ პროგრამასაც გამოაქვეყნებს, რომელიც მოიცავს საბავშვო და საოჯახო აქტივობებს, კონცერტებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას ათენის უბნებში.

ამრიგად, 24 ნოემბრიდან ათენი ოფიციალურად დაიწყებს საშობაო სეზონს და დედაქალაქის ქუჩები სადღესასწაულო განწყობით აივსება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *