Latest news
შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს  ცევასის ჩანაწერები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების შესახებ Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026
საბერძნეთიUncategorized

პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს 

პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს 

პირღოსის პოლიცია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის საქმეს იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი 3 500 ევროდ გაყიდეს, ხოლო მიღებული თანხით ავტომობილი Citroën Xsara შეიძინეს. მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ მიაწოდა ინფორმაცია.

ბერძნული მედიის, Patrisnews-ის ინფორმაციით, ქალმა იანვარში, ქალაქ პატრას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ბიჭი გააჩინა. ექვსი თვის შემდეგ, ივლისში, იგი საკუთარი ინიციატივით მივიდა პირღოსის პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ ახალშობილი დაბადებიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ სხვა ქალს გადასცა 3 500 ევროს სანაცვლოდ.

დედის ჩვენების თანახმად, მიღებული თანხა ავტომობილის, Citroën Xsara-ს შესაძენად გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვის გადაცემის გამო სინდისის ქენჯნა იგრძნო.

დედის განცხადების საფუძველზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავებმა პატრას საავადმყოფოდან ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული სამედიცინო დოკუმენტაცია გამოითხოვეს, რათა დაედგინათ რა ვითარებაში ჩამოშორდა ახალშობილი ბიოლოგიურ დედას.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ პირღოსში იპოვა ქალი, რომელსაც ბავშვის აღზრდა ჰქონდა დავალებული. 

ქალმა დაადასტურა, რომ ბავშვი ნამდვილად ჩაიბარა და განმარტა, რომ მისი მიზანი პატარას აღზრდა იყო. თუმცა მან კატეგორიულად უარყო, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედას რაიმე თანხა გადაუხადა.

შესაბამისად, პოლიცია ამჟამად ორივე ქალის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს ამოწმებს, რათა დაადგინოს, ნამდვილად გადაუხადეს თუ არა ახალშობილის სანაცვლოდ ფული დედას.

ამჟამად ბიჭუნა პროკურორის განკარგულებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ დაუბრუნდება თუ არა ბავშვი ქალს, რომელიც მას აქამდე ზრდიდა, თუ მიაბარებენ ბავშვთა დაცვის სპეციალიზებულ დაწესებულებას.

პირღოსის პოლიცია წინასწარ გამოძიებას აგრძელებს. მთავარი ამოცანაა ახალშობილის გადაცემის რეალური გარემოებების დადგენა და იმის გარკვევა, წარმოადგენდა თუ არა დედის მიერ დასახელებული 3 500 ევრო ბავშვის გაყიდვის საფასურს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *