ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ათენში, კერძოდ აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ სახლში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, ღამის 02:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 63 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც გარდაცვლილის მეუღლეა და პირველი ეჭვმიტანილი.
შემთხვევა ეთრას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. გამოძიებისთვის ამ დრომდე მიწოდებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იმდენად სასტიკად სცემა, რომ ქალი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს ეჭვმიტანილი სახლში დახვდათ.
აღსანიშნავია, რომ პოლიციაში თავად მამაკაცმა დარეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.
Facebook Comments Box
