Latest news
შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 33 წლის ალჟირის მოქალაქეს, რომელსაც 3 წლის შვილის დახრჩობა ედებოდა ბრალად აფეთქება პლაკაზე: ექსპერტების დასკვნა სასამართლოს გადაეცა ათენი: 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს პირღოს: ახალშობილი 3 500 ევროდ გაყიდეს და მიღებული თანხით Citroën Xsara შეიძინეს  ცევასის ჩანაწერები პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების შესახებ Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში
ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026
საბერძნეთიUncategorized

შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ

შავი პარასკევი: 4 რჩევა, რომელსაც მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ

შავი პარასკევის მოახლოვებასთან ერთად საბერძნეთის მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაცია მომხმარებლებს განსაკუთრებული  სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ფასდაკლებების პერიოდში როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში შესყიდვები სიფრთხილით განახორციელონ და დროებითი შეთავაზებების გამო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.

მომხმარებლებს ორგანიზაცია 4 ძირითად რჩევას აძლევს:

1. გადაამოწმეთ პროდუქტი და მაღაზია – ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის მახასიათებლებსა და საბოლოო ფასს, მათ შორის მიწოდების ღირებულებას. ონლაინ შეძენისას დარწმუნდით, რომ მაღაზიას მითითებული აქვს კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და შეძენის პირობები. მოერიდეთ საეჭვო ვებგვერდებს.

2. შეამოწმეთ რეალური ფასდაკლება – დიდი პროცენტული ფასდაკლება ყოველთვის რეალურ ეკონომიას არ ნიშნავს. კანონის თანახმად, შეთავაზებისას მაღაზიამ უნდა მიუთითოს პროდუქტის ყველაზე დაბალი ფასი ბოლო 30 დღის განმავლობაში. შეადარეთ ფასები, რათა რეალური სარგებელი განსაზღვროთ.

3. დაიცავით გადახდისა და მიწოდების უსაფრთხოება –  წინასწარ გაარკვიეთ მიწოდების ვადები და გამოიყენეთ უსაფრთხო გადახდის მეთოდები. არ გააზიაროთ საბანკო მონაცემები საეჭვო ვებგვერდებსა თუ უცნობი გამგზავნებისგან მიღებული ელექტრონული წერილების მეშვეობით. შეინახეთ შეკვეთის, გადახდისა და მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები.

4. იცოდეთ დაბრუნების უფლების შესახებ – ონლაინ ან სხვა დისტანციური შესყიდვის შემთხვევაში მომხმარებელს, გარკვეული გამონაკლისების გარდა, უფლება აქვს, პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უარი თქვას შეძენაზე. დაბრუნების ხარჯს, როგორც წესი, მომხმარებელი ფარავს, რის შესახებაც მაღაზიამ წინასწარ უნდა აცნობოს. ფიზიკურ მაღაზიებში შეძენილი პროდუქტის დაბრუნება კი თავად მაღაზიის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ვის უნდა მიმართოთ პრობლემის შემთხვევაში?

  • საბერძნეთში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებული დავებისთვის: მომხმარებელთა ომბუდსმენს: www.synigoroskatanaloti.gr.
  • ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე ისლანდიაში, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში განხორციელებული შესყიდვებისთვის: საბერძნეთის მომხმარებელთა ევროპულ ცენტრს: www.eccgreece.gr.

შავი პარასკევის პერიოდში მხოლოდ ფასდაკლების პროცენტს ნუ ენდობით. გადაამოწმეთ საწყისი ფასი, მაღაზიის სანდოობა და დაბრუნების პირობები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *