ათენში დეკემბრიდან სამი ახალი ავტობუსის ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
ათენში დეკემბრიდან სამი ახალი ავტობუსის ხაზი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, გიორგოს კოცირასის განცხადებით, დეკემბრის პირველი შაბათიდან ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24-საათიან მომსახურებას სამი ახალი ავტობუსის ხაზი დაემატება.
ცვლილება შეეხება შემდეგ მარშრუტებს:
- B9 – Χαλκοκονδύλη – Ν. Κηφισιά;
- B5 – Στ. Λαρίσης – Αγ. Παρασκευή;
- 140 – Πολύγωνο – Γλυφάδα.
ყოველ შაბათს 24 საათის განმავლობაში მომუშავე ავტობუსის ხაზების რაოდენობა 14-მდე გაიზრდება, ხოლო მუდმივად მოქმედი და ღამის მარშრუტების ჩათვლით, მათი საერთო რაოდენობა 24 იქნება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგეგმება საგზაო მოძრაობის კოდექსის ცვლილებაც. მაღალი რისკის მქონე დარღვევებზე სანქციები მკაცრი დარჩება, ხოლო ნაკლებად საშიშ დარღვევებზე, მათ შორის არასწორ პარკირებაზე, ჯარიმები უფრო პროპორციული გახდება.
ამასთან, ათენისა და სალონიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის იგეგმება 331 ახალი ელექტროავტობუსისა და ტროლეიბუსის შეძენა ატიკისთვის და დამატებით 175 ელექტროავტობუსის შეძენა სალონიკისთვის.
ათენში საცობების შესამცირებლად კი გრძელდება მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობა, მეტამორფოსისა და სკარამაგასის საგზაო კვანძების გაუმჯობესება და ელევსინა–ინოსის შემოვლითი გზის პროექტის მომზადება.
