Latest news
ამინდის უეცარი გაუარესების გამო საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების განკარგულება ... კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდის უეცარი გაუარესების გამო საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების განკარგულება გაიცა

ამინდის უეცარი გაუარესების გამო საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დაყენების განკარგულება გაიცა

დასავლეთ მაკედონიის რეგიონში, უამინდობა „არგოსის“ შედეგად შექმნილი ყინვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება სავალდებულო გახდა.

დასავლეთ მაკედონიის პოლიციის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, შეზღუდვები მოქმედებს ღრევენას, კასტორიას და ფლორინას რეგიონულ ერთეულებში, ხოლო კოზანის რეგიონში გზებზე მოძრაობა შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს.

პოლიციის ოთხივე სამმართველოს გადაწყვეტილებით, დასავლეთ მაკედონიის ოთხივე რეგიონულ ერთეულში: ღრევენაში, კასტორიაში, კოზანსა და ფლორინაში ყველა ავტომობილი, მიუხედავად კატეგორიისა, აღჭურვილი უნდა იყოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ან შესაბამისი საშუალებებით, თუ ავტომობილს სპეციალური ზამთრის საბურავები არ აქვს.

პოლიცია მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით მთიან მონაკვეთებზე გადაადგილებისას, რადგან ყინულმა შესაძლოა სახიფათო პირობები შექმნას მაშინაც კი, როდესაც თოვლი არ მოდის.

ამინდის მდგომარეობის, საგზაო შეზღუდვებისა და უსაფრთხოების რეკომენდაციების შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდს: www.astynomia.gr.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *