Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

არეულობა პარიზიდან ათენის მიმართულებით ფრენისას – მამაკაცი ყურანს კითხულობდა და მგზავრებს მოკვლით ემუქრებოდა

გუშინ საღამოს პარიზიდან ათენის მიმართულებით ფრენის დროს არეულობა მოხდა  თვითმფრინავის ბორტზე.

Aegean-ის A3613 რეისის ერთ-ერთი მგზავრის ჩვენებით, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის „შარლ დე გოლის“ აეროპორტიდან გამოფრინდა და დაახლოებით 22:30 საათზე დაეშვა ათენის „ელ. ვენიზელოს“  აეროპორტში ათენში, თვითმფრინავის აფრენიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ერთ-ერთმა მგზავრმა დაიწყო ყვირილი, სიმღერა და ყურანის  კითხვა.

ბორტგამცილებელი და ეკიპაჟის მეთაური მამაკაცის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. როცა მიუახლოვდნენ, ფაქტობრივადათ მოკვლით  დაემუქრა მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს. სალონში მყოფები პანიკამ მოიცვა.

პილოტმა შეატყობინა ათენის სამეთვალყურეო კოშკს და მოხდა შესაბამისი მობილიზება.  საბედნიეროდ ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა, როდესაც Airbus A321 აეროპორტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე, განრიგის მიხედვით დაეშვა, უკვე ადგილზე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი აიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *