Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ნეო ირაკლიო: ავტოავარიის შედეგად ISAP-ის სადგურში მანქანა ჩავარდა-მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს გამთენიისას ნეო ირაკლიოში, მსუბუქი ავტომობილი მეტროს პირველი ხაზის სადგურში ჩავარდა, რის შედეგადაც მძღოლი სასიკვდილო დაშავდა.

ავარია დილის 5 საათის შემდეგ მოხდა, როდესაც მარინოს ანტიპას გამზირზე საშინელი სიჩქარით მოძრავი შავი კაბრიოლეტის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ინერციით 10 მეტრის სიმაღლიდან ელექტროსადგურის მიწისქვეშა ტერიტორიაზე ჩავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის ორი მანქანა 6 მეხანძრე-მაშველით, რომლებმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი მანქანის მძღოლი დამტვრეული ავტომანქანიდან გამოიყვანეს.

ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ის მყისიერად გარდაიცვალა.

სადგურის მიწისქვეშა ტერიტორიიდან დამტვრეული ავტომობილი ამწის საშუალებით ამოიღეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *