Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

როდოსი:დააკავეს 49 წლის მღვდელი-ტურისტი მის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ადანაშაულებს

30 წლის ესტონელმა მამაკაცმა როდოსის მონასტრის წინამძღვრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, სადაც ამტკიცებს, რომ მღვდელმა მას ზეთი შიშველს სცხო .

საჩივრის მიხედვით, რომელსაც  49 წლის მღვდლის დაკავება მოჰყვა, შემთხვევა ხუთშაბათს დილით მოხდა, როდესაც 30 წლის ესტონელი ტურისტი უკან დაბრუნდა მონასტერში, რომელსაც ერთი დღით ადრე სტუმრობდა, რათა იქ დარჩენილი ჯვარი წამოეღო.

როდოსის პოლიციის დეპარტამენტში, სექსუალური ძალადობის  ბრალდებით შეტანილ სარჩელში ტურისტი  განმარტავს, რომ მღვდელმა მას მობილურ ტელეფონზე გაუგზავნა შეტყობინება მონასტერში დარჩენილი ჯვრის შესახებ.

როდესაც 30 წლის ტურისტი მონასტერში დაბრუნდა, მღვდელმა შესთავაზა სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში გაყოლოდა, რადგან მისთვის განსაკუთრებული საჩუქარი უნდოდა გადაეცა.

ესტონელი ტურისტის თქმით, სასტუმრო ოთახში  მღვდელმა მას სთხოვა ზეთის ცხებისთვის მომზადებულიყო და შარვალი, საცვლები და პერანგი გაეხადა, რის შემდეგაც, როგორც ტურისტი აღწერს, მღვდელმა მის შიშველ სხეულზე ზეთის წასმა დაიწყო.

პროცესი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, რადგან ტურისტი დაეჭვდა, რომ რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი პროცედურა და სთხოვა მღვდელს შეჩერებულიყო.  მომხდარს მოჰყვა ესტონელი მამაკაცის მიერ საჩივრის წარდგენა, რომლის საფუძველზეც პოლიციამ 49 წლის მღვდელი  პარასკევს შუადღისას, დასავლეთ როდოსის რაიონში დააკავა. დაკავებული ირწმუნება რომ, ზეთი მხოლოდ იმიტომ სცხო ტურისტს, რომ მას გამონაყარი ჰქონდა და სექსუალური ხასიათის ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

საქმის მასალები შემდგომი განხილვისთვის როდოსის სისხლის სამართლის პროკურატურას გადაეცა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *