Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
მსოფლიო

სამედიცინო სასწაული ისრაელში: ექიმებმა ბიჭს ავტოკატასტროფის დროს მოწყვეტილი თავი მიამაგრეს

გასაოცარი ქირურგიული ჩარევით, ისრაელში ექიმებმა წარმატებით მიამაგრეს თავი ბიჭს, რომელიც ველოსიპედით სეირნობის დროს ავტოავარიაში მოყვა.

იერუსალიმის საავადმყოფომ ჩაატარა პიონერული ოპერაცია და გადაარჩინა 12 წლის სულეიმან ჰასანის სიცოცხლე .

ჰასანმა განიცადა ეგრეთწოდებული შინაგანი მოკვეთა-მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც  ატლანტო-კეფის სახსრის დისლოკაცია.

კეფა-ატლანტის შესახსრება-ეს არის სახსარი, რომელიც აერთებს თავსა და ხერხემალს ერთმანეთთან. ის შედგება კეფის ძვლისა და ატლანტისაგან, კისრის პირველი მალისგან.

დაშავებული ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰადასას სამედიცინო ცენტრში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში.

სამედიცინო ჯგუფს რთულ შემთხვევასთან მოუწია შეჭიდება, რადგან აღმოჩნდა, რომ ჰასანის თავი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო კისრის ძირიდან.

ექიმმა ოჰად ეინავმა, წამყვანმა ქირურგ-ორთოპედმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ოპერაციაზე განმარტა, რომ საჭირო გახდა  ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება, მათ შორის დაზიანებულ ადგილას ახალი ფირფიტების ფიქსაცია.

გუნდის პროფესიონალიზმისა და საოპერაციო ოთახში მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით, მათ მოახერხეს ბიჭის სიცოცხლის შენარჩუნება. ექიმებმა სარისკო ნაბიჭი გადადგეს რადგან ჰასანის გადარჩენის შანსი მხოლოდ 50% იყო და მის გადარჩენას აფასებენ, როგორც სასწაულს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ივნისში ჩატარდა, საავადმყოფო აქამდე თავს იკავებდა შედეგის წარმატებულად  გამოცხადებისგან და ერთი თვე ელოდა საბოლო შედეგის დადასტურებას.

ჰასანი ახლახანს გამოწერეს საავადმყოფოდან კისრის ბრეკეტით და მისი გამოჯანმრთელების პროცესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  მიმდინარეობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *