Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანძარი როდოსზე- იწვის კიოტარის სამი სასტუმრო

ხანძრი გავრცელდა დღეს კუნძულ როდოსზე, ცეცხლი უკონტროლოდ მძვინვარებს, იწვის სამი სასტუმრო, ესენია- Lindian Village, Rhodos Village და Hatzilazaros Group.

უკვე შუადღისას 112-ით გაიგზავნა შეტყობინება კიოტარის, ასევე ასკლიპიოს, ლარდოს და პილონას დასახლებების ევაკუაციისთვის.

სასტუმროებში განთავსებულმა ტურისტებმა დატოვეს ტერიტორია, მეხანძრეების მიერ  მიმდინარეობს ბრძოლა,  რომ ცეცხლი არ გავრცელდეს.

ასობით სოფლის მცხოვრები და ტურისტი ქუჩებში გამოვიდა და ისინი დასახლებებს ფეხით ტოვებენ, მაშინ როცა კვამლის სქელმა ღრუბელმა დაფარა ყველაფერი.

როდოსის იფსენის მონასტრიდან გაიყვანეს მეხანძრეები რომლებიც იქ ადრე იყვნენ ჩარჩენილი. ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მონაზვნები, დაეტოვებინათ მონასტერი, რადგან ცეცხლის ხაზი უკვე ახლოს იყო.

სახანძრო ბრიგადა მთელი  ძალისხმევით ცდილობს  როდოსში სახანძრო ფრონტების კონტროლის ქვეშ მოქცევას ორი ვერტმფრენის, სამი თვითმფრინავის და ასევე იორდანიის მიერ საბერძნეთში გაგზავნილი ვერტმფრენის Mi-26-ის დახმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ძალები გაძლიერდა,  ძლიერდება ქარიც, რაც იწვევს ხანძრის მუდმივ განახლებას.

ადგილზე მუშაობს 32 მეხანძრე სლოვაკეთიდან და 13 სახანძრო მანქანა თავისი ეკიპაჟებით რუმინეთიდან, ასევე 25 მეხანძრე თესალონიკიდან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *