Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთი

კულტურის მინისტრის ლინა მენდონის ინიციატივა: 4 სექტემბრიდან ვიზიტორთა ზონები აკროპოლზე

ყველა არქეოლოგიურ ობიექტზე, რომელზეც ელექტრონული ბილეთები გაიცემა, 2024 წლის 1 აპრილიდან განხორციელდება ვიზიტორთა ზონის პროგრამა- განაცხადა კულტურის მინისტრმა ლინა მენდონმა და ხაზი გაუსვა, რომ ზონის პროგრამის სატესტო რეჟიმში ამოქმედება 4 სექტემბრიდან პირველად აკროპოლზე იგეგმება.

აღნიშნული პროგრამა კულტურული რესურსების მართვისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შესაბამისი კვლევის შემდეგ შემუშავდა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ძეგლისა და მუშაკების უსაფრთხოებას, ასევე ვიზიტორთა მომსახურებისთვის შედარებით კომფორტული პირობების შექმნას და  გაუმჯობესებას.

ინიციატივის შესახებ საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლევის მონაცემებით, აკროპოლზე ვიზიტორების მაქსიმალური დღიური რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 20 000-ს. ის დაყოფილი იქნება დროის ზონებად, დილის 08:00 საათიდან  საღამოს 20:00 საათამდე და შეეხება ყველას, იქნება ეს კერძო დამთვალიერებელი თუ ვიზიტორთა ჯგუფი.

“არის დღეები, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა 22 000 და 23 000-ს აღწევს. მათგან 50%-ს ძეგლის მონახულება დილის 8:00 საათიდან 12:00 საათამდე სურს, რაც დროის ამ შუალედისთვის ძალიან დიდი რაოდენობაა და არასასიამოვნო პირობებს ქმნის როგორც ადგილისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის და პერსონალისთვის, რომელთაც ვიზიტორთა დიდ რაოდენობასთან უხდებათ გამკლავება“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა ნაკადის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა: მაგალითად, დილის 8-დან 9 საათამდე აკროპოლის მოსანახულებლად 3000 ვიზიტორი შევა, მეორე საათში 9-დან 10 საათამდე 2000 ვიზიტორი და ა.შ.

კულტურის მინისტრმა სიცხის დროს ვიზიტორების დაცვის ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამონტაჟდება სიცხისგან დამცავი გადახურული სივრცეები, რომლებსაც სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოიყენებენ, მაგრამ იმ რაოდენობით, რის საშუალებასაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იძლევა.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *