მესარა: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 29 წლის მამაკაცს თავში ტყვია აღმოაჩნდა
საიდუმლოებით არის მოცული 29 წლის მამაკაცის თავის არეში ტყვიით დაჭრის შემთხვევა მესარაში. პოლიციის ცდილობს ბურუსით მოცული საქმის გახსნას.
შემთხვევა ხუთშაბათს, 3 აგვისტოს, დილით მოხდა. ახალგაზრდა სტუდენტი კლინიკაში, თავშის არეში ტყვიით არის მოთავსებული, ხოლო კონკრეტულად როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი, გამოძიების პროცესშია.
პოლიცია თავდაპირველად ირაკლიო-ტიბაკის გზატკეცილის პირველ კილომეტრზე მომხდარი ავტოსაზგაო შემთხვევის გამო იქნა გამოძახებული.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უახლოეს ჯანდაცვის ცენტრში გადაიყვანეს, შემდეგ კი ვენიზელიოს საავადმყოფოში, სადაც მოულოდნელად გაირკვა, რომ მსხვერპლს თავის არეში ბრმა ტყვიისგან ჭრილობა ჰქონდა მიღებული, რომელიც რენტგენმა გამოავლინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობა სავარაუდოდ 22 კალიბრიანი პისტოლეტით არის მიყენებული.
საინფორმაციო წყაროს მიხედვით, 29 წლის მამაკაცი სასწრაფოდ შეიყვანეს საოპერაციოში და ვენიზელიოს ნეიროქირურგიული კლინიკის ქირურგებმა კრანიექტომია ჩაუტარეს, თუმცა ტყვიის ამოღება ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
ავტომობილი, რომელშიც 29 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, გამოძიებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო უსაფრთხოების პოლიციამ საკუთარ თავზე აიღო ასაწყობი თავსატეხის ნაწილების პოვნა.
29 წლის მოზარდის პროფილიდან გამომდინარე, პოლიციამ განიხილა თვითმკვლელობის მცდელობის შესაძლებლობა, ერთის მხრივ, იმის გამო, რომ იგი ბოლო დროს ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა პირადი პრობლემის გამო, ასევე მის მანქანაში სავარაუდოდ იპოვეს ჩანაწერი, რომლის შიგთავსიც დამაბნეველი და შემაშფოთებელი იყო.
თუმცა მისი ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თვითმკვლელობის ვერსიას და გამორიცხავდა, რომ ახალგაზრდას შეეძლო მსგავსი რამ გაეკეთებინა. უფრო მეტიც, ამბობენ, რომ მას იარაღი საერთოდ არ ჰქონია.
ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით პოლიცია რამდენიმე ვერსიას ამუშავებს.
შესაძლოა 29 წლის მძღოლმა გადაადგილებისას ბრმა ტყვია მიიღო, რის შედეგადაც ავტომანქანაზე კონტროლი დაკარგა, ან შესაძლოა მსხვერპლს მიზანმიმართულად ესროლეს და მკვლელობის მცდელობას აქვს ადგილი.
პოლიცია ეძებს მოწმეებს და უსაფრთხოების კამერების კადრებს და იმედოვნებენ, რომ მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
