Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთში მოძრაობამ “Reclaim the Beach” შედეგი გამოიღო და აქტიურად გრძელდება

საბერძნეთის მთავრობა და სასამართლო ხელისუფლება გამოეხმაურა მზარდ მოძრაობას პლაჟებზე თავისუფალი წვდომისთვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში ათვისებული აქვთ პლაჟის ბარებს და სხვა კერძო  ბიზნესს, რომლებიც აქირავებენ ზღვისპირა შეზლონგებს და ქოლგებს.

ფინანსთა მინისტრმა კოსტის ხაძიდაკისმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონის დარღვევა დაუშვებელია და აღნიშნა რომ გასცა კონკრეტული მითითებები ინსპექტირების გასაძლიერებლად.

“ხელისუფლება არავის ათავისუფლებს ინსპექტირებისგან, რათა დარწმუნდეს, რომ პლაჟის ბარები და მასთან დაკავშირებული კვების ობიექტები იცავენ რეგულაციებს და არ ბლოკავენ საზოგადოების თავისუფალ წვდომას ნებისმიერ სანაპიროზე. საბერძნეთის პლაჟებზე საჯარო წვდომა დაცულია საბერძნეთის კონსტიტუციით”-აღნიშნა მან.

ხსენებული კამპანია ეგეოსის ზღვის კუნძულ პაროსზე გასულ თვეში დაიწყო. ასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი შეიკრიბა პოპულარულ სანტა მარიას სანაპიროზე, რათა გაეპროტესტებინათ კერძო შეზლონგების და ქოლგების უკონტროლო გავრცელება პლაჟებზე. მათ პლაჟებზე  თავისუფალი სივრცე მოითხოვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ კამპანია წარმატებით დასრულდა. სანაპიროს ნახევრიდან კერძო შეზლონგები და ქოლგები აღებული იქნა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *