Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი კარადაში კანაფს ზრდიდა

ოთხშაბათს  შუადღისას, თივაში, პოლიციამ დააკავა ბერძენი მამაკაცი, რომელსაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში კანაფი მოჰყავდა.

პოლიციის ოფიცრებმა სახლის გაჩხრეკისას, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს საწყობი, რომელშიც მოწყობილი იყო ჰიდროპონული კულტივაციის ორგანიზებული ლაბორატორია.

თვითნაკეთი ლაბორატორია  შედგებოდა ქსოვილის კარადისგან, რომელშიც მამაკაცს დამონტაჟებული ჰქონდა პლასტმასის ბადე გამათბობლით, ვენტილაციის სისტემა, ნათურა  პარაბოლური რეფლექტორით და სხვა აქსესუარები.

შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ  ამოიღო 315გრამი კანაფის ხმელი ფოთოლი, 7,1 გრამი ნედლი კანაფი, მცირე ოდენობით კოკაინი  და ელექტროსასწორი.

დამნაშავე   ნარკოტიკების მოყვანა- შენახვის ბრალდებით  თებეს პროკურატურაში იქნა გადაყვანილი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *