Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ათენი “ცარიელდება”- მხოლოდ პირეას პორტიდან 32 580 მგზავრი გავიდა

ათენიდან აგვისტოს დამსვენებლებიც გადიან. გემების დაკავება ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე 100%-ს აღწევს.

ატიკას პორტებიდან  დამსვენებელთა ნაკადის  გამგზავრება 15 აგვისტოს დასვენების გამო, ბოლო დღეებში საგრძნობლად გაიზარდა და პიკს მიაღწია.

ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე გემები 100%-ით შევსებულია, ხოლო ნავსადგურის ხელისუფლებამ მიიღო ყველა საჭირო ზომა მგზავრთა ნაკადების გადაადგილების გასაადვილებლად.

საბორნე კომპანიების დაჯავშნის სისტემის მიხედვით, დღეს, კვირას, პირეას პორტიდან დაიგეგმა 24 მარშრუტი, რომლითაც მინიმუმ 29,585 მგზავრის გამგზავრებაა მოსალოდნელი, ხოლო 33 გემი 4,500 მგზავრით არგოსარონის კუნძულების მიმართულებით გაცურავს.

რაფინას პორტიდან 11 გემი 5,252 მგზავრით გავა, ხოლო ლავრიოს პორტიდან 7 მარშრუტი 1950 მგზავრით.

შაბათს(11/08) პირეას პორტიდან 23 გემი 32,580 მგზავრით ეგეოსის ზღვის კუნძულებზე გაემართა.

ასევე, არგოსარონის კუნძულების მიმართულებით გავიდა 37 გემი 10 008 მგზავრით, 14 გემი რაფინას პორტიდან 9 897 მგზავრით, ხოლო 8 გემი ლავრიოდან 4 124 მგზავრით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *