Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

ვრცელდება ინფორმაცია “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებასთან დაკავშირებით

BBC-ის ცნობით, რუსეთში, ავიაკატასტროფის შედეგად დაქირავებული მებრძოლების შეიარაღებული დაჯგუფება „ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.

რუსეთის ტვერის რეგიონში, მოსკოვის ჩრდილოეთით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება დღეს რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

პირველადი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა გარდაცვლილია.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მგზავრების სიაში იყო მამაკაცი, რომლის გვარიც პრიგოჟინია. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ოფიციალურ წყაროებს არ გაუვრცელებიათ და არც სხვა წყაროებით დასტურდება, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა პრიგოჟინი ამ თვითმფრინავში.

ევგენი პრიგოჟინი ივნისის ბოლოს მოსკოვისკენ “ვაგნერის” მებრძოლების მარშს ხელმძღვანელობდა. თუმცა ამბოხი წარუმატებლად დასრულდა და მისი ძალები უკან გაბრუნდნენ. მოგვიანებით ითქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შედეგად, პუტინის თანხმობით, ბელარუსში წავიდა. ბელარუსშია, სავარაუდოდ, “ვაგნერის” 4 000-მდე მებრძოლიც. პრიგოჟინი ამტკიცებდა, რომ მას სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობა სულაც არ სურდა და ის თავდაცვვის ძალების ოფიციალური მეთაურების წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომლებიც მისი თქმით, უკრაინაში მყოფ “ვაგნერის” ძალებს საფრთხეში აგდებდნენ.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *