Latest news
საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს
პარასკევი, აგვისტო 21, 2026
საბერძნეთი

ხალკიდიკი: გასაბერი რგოლით ზღვაში შესული ბავშვი დინებამ წაიღო-ის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა

5 წლის ბიჭის თავგადასავალს, რომელიც ხალკიდიკის სანაპიროზე, გასაბერი ფლამინგოთი ზღვაში თამაშისას  დინებამ წაიღო, ბედნიერი დასასრული ჰქონდა.

კერძოდ, ოთხშაბათს დილით, თესალონიკის ცენტრალურ საპორტო დეპარტამენტს აცნობეს, რომ ბავშვი, წარმოშობით რუმინეთიდან, გასაბერი რგოლით სანაპიროსთან ახლოს წყალში თამაშისას დინებამ წაიღო, ხალკიდიკის პოსეიდონის შუქურის ზღვის მიდამოში.

ბავშვის გადასარჩენად შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაემართნენ საპატრულო ნავები.

იქვე იმყოფებოდა ბავშვის მამაც, რომელიც ცურვით ცდილობდა შვილის ნაპირზე გაყვანას. ორივე მათგანი ახლოს მისულმა საპატრულო ნავმა აღმოაჩინა და ზღვიდან უსაფრთხოდ ამოიყვანა 5 წლის ბიჭი მამასთან ერთად, რომელიც მისკენ მიცურავდა.

შემთხვევა საბედნიეროდ მშვიდობიანად დასრულდა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *