Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ათენში იმყოფება

ამ დროისთვის მაქსიმოს სასახლეში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდისა და კირიაკოს მიცოტაკის შეხვედრა მიმდინარეობს.

ნარენდრა მოდის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა ელ. ვენიზელოს აეროპორტში, სადაც იგი პატივით მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგოს გერაპეტრიდისმა.

გაძლიერებული დაცვის თანხლებით იგი სასტუმრო “დიდ ბრიტანეთში” გადაიყვანეს, სადაც ის დარჩება.

პრემიერმა ნარენდრა მოდიმ გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის ძეგლი, შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლეში კატერინა საკელაროპულუს შეხვდა, რასაც მოჰყვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია.

13:00 საათზე კირიაკოს მიცოტაკი ნარენდრა მოდის სამუშაო ლანჩს უმასპინძლებს ბერძენი და ინდოელი ბიზნესმენების მონაწილეობით.

დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ათენში ვიზიტთან დაკავშირებით, EL.AS-ის ბრძანებით დროებით დაიკეტა მეტროსადგურები ” სინდაგმა” და “უნივერსიტეტი”.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *