Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

მკვლელობა თესალონიკში: 34 წლის შვილმა დედა მოკლა

ორშაბათს დილით, თესალონიკში გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. მას  მიბჯენით ჰქონდა ნასროლი ტყვია თავის არეში.

პოლიციამ სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად   მალევე გამოავლინა მკვლელი.

ის გარდაცვლილის 34 წლის ვაჟია.

მსხვერპლი ავტომობილში, მგზავრის სავარძელში იჯდა.

თავის არე იმდენად იყო დაზიანებული ტყვიით, რომ პოლიციას თავდაპირველად ეგონა, რომ ცხედარი თავის გარეშე იყო.

გარდაცვლილი ქალის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილია, რადგან ის წარსულში დაკავებული იყო ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე.

ცხედარი ორშაბათს, დილის საათებში, შემთხვევით გამვლელმა  მამაკაცმა აღმოაჩინა.

მან იცოდა რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ტოვებდნენ მოპარულ მანქანებს და  იფიქრა ამ შემთხვევაშიც  მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი და სასწრაფოდ შეატყობინა პოლიციას.

 

პროფესორი მოსალოდნელ მიწისძვრას პროგნოზირებს

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *