Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: დღეს გემების 24 საათიანი გაფიცვა 36 წლის ადონის ტრაგიკული გარდაცვალების გამო

დღეს, ოთხშაბათს (13/09), დილის 00:01-დან ღამის 23:59 საათამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გემების 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა.

საბერძნეთის საზღვაო ფედერაციის მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, გაფიცვის მიზეზი გემ “Blue Horizon”-ზე განვითარებული დრამატული მოვლენები გახდა, რამაც 36 წლის მგზავრის, ადონის კარიოტის ტრაგიკული სიკვდილი გამოიწვია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საზღვაო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი უკიდურეს პროტესტს გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და ხაზს უსვამს,  რომ ზღვაზე ადამიანთა სიცოცხლის დაცვა მათი უპირველესი მიზანია და არ იდენტიფიცირდებიან პირეას პორტში მათი რამდენიმე წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ამაზრზენ ქმედებასთან.

გემზე მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით საბერძნეთის საზღვაო ფედერაციის ხელმძღვანელობამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ყველა ის შესაბამისი საკითხი იქნა განხილული, რაც ზემოაღნიშნულმა მოვლენებმა გამოიწვია.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ კანონების და რეგულაციების არასათანადო შესრულებამ, რომელიც ეხება გადაზიდვებსა და პორტის უსაფრთხოებას, შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

ასევე აღინიშნა, რომ “მეზღვაურების მუშაობის არანორმატიული, მუდმივად დაძაბული სამუშაო რეჟიმი,  შრომისა და დასვენების გრაფიკის მკვეთრი არევა და მარშრუტების არარაციონალურობა, მათემატიკური სიზუსტით იწვევს გემების, მგზავრებისა და მარშრუტების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს პორტების რეალური ნაკლოვანებები და თავისებურებები, განსაკუთრებით კუნძულებზე, სადაც პორტების ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია და ელემენტარულ, ფაქტიურად 60- იანი წლების დონეზეა დარჩენილი.

მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმი და მოთხოვნილებები, გემების ზომა, მგზავრებისა და მანქანების რაოდენობა და მეტეოროლოგიური პირობები ქმნის ფეთქებად ნარევს, რომელიც კაპიტანს და ეკიპაჟის წევრებს აიძულებს ექსტრემალურ სიტუაციებში უშეცდომოდ ლავირებას.

შესაბამისად სახელმწიფომ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვას.”- აღინიშნა ფედერაციის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *