Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ორშაბათი, მაისი 11, 2026
მსოფლიო

ვენეცია: ქალაქში ერთ დღით შესვლისთვის ვიზიტორები 5 ევროს გადაიხდიან

ტურიზმის კონტროლის მცდელობის მიზნით ვენეციამ ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ქალაქის ერთი დღით მონახულებისთვის ვიზიტორები გადაიხდიან ბილეთის საფასურს 5 ევროს.

კერძოდ, 14 წელზე უფროსი ასაკის ყველა ვიზიტორმა უნდა გადაიხადოს ბილეთისთვის და   წინასწარ დაჯავშნოს ვენეციაში შესვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხებათ ქალაქში ხანგრძლივი ვიზიტით შესულ ტურისტებს, ხოლო პროგრამის განხორციელება დაიწყება მომავალ წელს და პირველი ერთი თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

სიმონე ვენტურინიმ, საქალაქო მრჩეველმა, რომელიც პასუხისმგებელია ტურიზმის საკითხებზე განაცხადა, რომ ტესტირება ჩატარდება 2024 წლის ტურისტული პიკის პერიოდში.

”ვენეცია ​​ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, ამიტომ ის განიცდის ოვერტურიზმს,”- აღნიშნა მან. ტურისტების გაზრდილი ნაკადის მართვა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელ პრობლემას წარმოადგენს ვენეციაში. ქალაქს აქვს მხოლოდ 7,6 კვადრატული კილომეტრი ფართობი, მაგრამ იტალიის ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს ცნობით, 2019 წელს თითქმის 13 მილიონი ტურისტი მიიღო. მოსალოდნელია, რომ ვიზიტორთა რაოდენობა უახლოეს წლებში გადააჭარბებს პანდემიამდელ დონეს.

ამ წლის დასაწყისში იუნესკომ განაცხადა, რომ ქალაქი უნდა დაემატოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას,  რომელსაც საფრთხე ემუქრება, რადგან კლიმატის ცვლილებისა და მასობრივი ტურიზმის შედეგები მასში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

2021 წელს დიდ საკრუიზო გემებს აეკრძალათ ვენეციის ისტორიულ ცენტრში შესვლა ჯუდეკას არხის გავლით, გემის ნავსადგურში ავარიის შემდეგ. კრიტიკოსები ასევე ამტკიცებდნენ, რომ გემები იწვევენ დაბინძურებას და ანადგურებენ ქალაქის საფუძველს, რომელიც ხშირ წყალდიდობას განიცდის. თუმცა, გაურკვეველია, შეაკავებს თუ არა დღიური გადასახადის შემოღების გეგმა ტურისტებს…

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *