Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთი

ამინდი: ღრუბლიანობა და ძლიერი ქარი ეგეოსის ზღვაზე-ტემპერატურის უმნიშვნელო ვარდნა

კვირა, 17 სექტემბერი:

დღეს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა, რომელიც დასავლეთში, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ზოგჯერ  უფრო ინტენსიური იქნება.  დღის საათებში მთიან რაიონებში, ძირითადად ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში წვიმაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 11-დან 29 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 15-დან 31 გრადუსამდე, ეპირუსში 15-დან 33 გრადუსამდე, თესალიაში 14-დან 31 გრადუსამდე, დანარჩენ კონტინენტზე 16-დან 31 გრადუსამდე იქნება.

იონიის კუნძულებზე 17-დან 32-მდე და ეგეოსის კუნძულებსა და კრიტზე 18-დან 28 გრადუსამდე, ხოლო დოდეკანესსა და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე მაქსიმალური ტემპერატურა 32 და 34 გრადუსი იქნება.

ქარი ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის მიმართულებიდან იქროლებს 6-7 ბოფორტამდე. იონიის ზღვაში გაძლიერდება ჩრდილოეთის ჩრდილო-დასავლეთის ქარი 4-5 ბოფორტი სიძლიერით.

ატიკაში ძირითადად მზიანი ამინდი შენარჩუნდება მცირე მოღრუბლულობით. იქროლებს ჩრდილოეთი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 5 დან 6 ბოფორტამდე. ტემპერატურა 22-დან 31 გრადუსამდე იქნება.

სალონიკში მოსალოდნელია ღრუბელი, უფრო ინტენსიური შუადღის შემდეგ, მთებში ადგილობრივად იწვიმებს. დღის საათებში 3-4 ბოფორტი სიძლიერის სუსტი ქარი სამხრეთის მიმართულებიდან. ტემპერატურა 22-დან 29 გრადუსამდე იქნება.

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *