Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ირაკლიო: ერთი წლის გოგონა სასტუმროს კიბიდან გადავარდა და თავის ტვინის დაზიანება მიიღო

კრიტზე, ირაკლიოში, ერთ-ერთი სასტუმროს კიბიდან ერთი წლის  გოგონა გადმოვარდა და თავის ტვინის დაზიანება მიიღო. ბავშვი საავადმყოფოში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

გოგონა მშობლებთან ერთად 13 სექტემბერს რუმინეთიდან დასასვენებლად იყო ჩასული და თვის 20 რიცხვში აპირებდნენ სამშობლოში დაბრუნებას.

შემთხვევა ორშაბათს ღამით მოხდა, როდესაც ბავშვი გაურკვეველ  ვითარებაში სასტუმროს აუზის ბარის კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული გოგონა პაგნიში გადაიყვანა. ის ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები ბავშვის  მდგომარეობას მძიმე, მაგრამ სტაბილურად ახასიათებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *