Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

“საბერძნეთი არ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოდ”: თურქი მიმომხილველის წარმოუდგენელი განცხადებები

საბერძნეთის პრემიერ-მინისტის კირიაკოს მიცოტაკის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, სულ მოკლე ხანში Hurriyet-ის თურქმა მიმომხილველმა ნედიმ ნესერმა წარმოუდგენელი თავდასხმა წამოიწყო საბერძნეთის მიმართ, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებს საბერძნეთის ათობით კუნძულის სუვერენიტეტს.

“უნდა განისაზღვროს სუვერენიტეტი ეგეოსის ზღვის 150 კუნძულზე. თურქეთმა უნდა იბრძოლოს იმ თავდასხმების შესაჩერებლად, რომელსაც ის იღებს რეგიონში, სხვა გზა არ არის”- აცხადებს ის.

სხვა მომენტში მან გაზგასმით აღნიშნა, რომ “ჩვეულებრივ, საბერძნეთი არ უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოდ, ის დააარსა სამმა ქვეყანამ, მათ ლიდერად დანიშნეს გერმანელი პრინცი. ეს არარსებული სახელმწიფო გვიტევს და პროვოცირებას გვიწევს იაფი გზით. ქვეყანა, რომელიც თურქეთს ერთი ბიძგით შეეძლო დაემთავრებინა ეხლა დადგა ამერიკის გვერდით და პროვოკაციებს აწყობს.”- ასკვნის ის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *