Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიემიგრაციაკრიმინალი

აგიო პანტელეიმონი: 74 წლის მოხუცმა მოკლა ქართველი მეზობელი

ოჯახის მეზობელი საუბრობს მკვლელობის დეტალებზე,  რომელმაც გაიგონა იარაღიდან სროლა, ასევე ყვირილი, რომელიც მოჰყვა ხოცვა-ჟლეტას აგიოს პანტელეიმონზე. გარდაცვლილია ქართველი მამაკაცი და მძიმედ დაჭრილია მისი მეუღლე, შემთხვევა მათი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

თვთმხილველმა გაიგონა  4-5 გასროლა და შეძახილები, მირონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში მომხდარი  მიმდინარე დაპირისპირების დროს.

კერძოდ, დღეს, გამთენიისას, 74 წლის ბერძენი მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც ათენის რაიონში, საკუთარ სახლში ქართველს ესროლა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მძიმედ დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, 74 წლის მოხუცი და წყვილი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ იქვე მაღაზიაში ერთად მოილხინეს, რის შემდეგაც, სახლში დაბრუნებულებს ხანშიშესული მამაკაცი, რომელმაც დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო, წყვილს ბინაში მიუვარდა და  ამტკიცებდა, რომ “არ გრძნობდა თავს კარგად, რადგან სასმელში რაღაც ჩაყარეს”, რის შემდეგაც  50 წლის მამაკაცს ესროლა, ხოლო მისი მეუღლე, რომელიც ქმრის დაცვას ცდილობდა, მძიმედ დაიჭრა.

74 წლის მამაკაცი დააკავეს, ხოლო დაშავებული ქალი  სასწრაფო დახმარების მანქანით გენიმატას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დანაშაულის ფაქტზე წინასწარ გამოძიებას ატიკის უსაფრთხოების სამმართველო აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *