ომი ისრაელში: 20 წლის ლეიტენანტი, რომელიც გმირულად დაეცა და გადაარჩინა ახალწვეულები
ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ მიმდინარე ომის ადამიანური ისტორიები შოკისმომგვრელია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ახალგაზრდა ქალი, ადარ ბენ შიმონი, 20 წლის ლეიტენანტი, რომელიც დაიღუპა მისი ახალგაზრდა თანამემამულეების სიცოცხლის გადასარჩენად.
როგორც Jerusalem Post-ი იუწყება, ადარი წარმოშობით ისრაელის ქალაქ ნევე ზივიდან იყო და იყო ახალწვეულთა ოცეულის მეთაური. ის მოკლეს გასულ შაბათს, როდესაც დაუპირისპირდა ჰამასის შეიარაღებულ პირებს.
„ადარი უშიშრად შეუერთდა ბრძოლას, მთელი ძალით იბრძოდა ტერორისტების გასანადგურებლად და თავისი ქვეყნის დასაცავად “, – თქვა მისმა დამ.
“გასულ შაბათს ადარი იმ ოფიცრებს შორის იყო, ვინც ახალწვეულების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. როდესაც ადარმა და მისმა მეთაურებმა აღმოაჩინეს ტერორისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც შევიდნენ ბაზაზე, მათი უშუალო პრიორიტეტი იყო ახალწვეულების დაცვა.
მათ სწრაფად განათავსეს ახალწვეულები თავშესაფრებში და ტერორისტებთან დასაპირისპირებლად მოემზადნენ. ადარი უშიშრად ჩაერთო ბრძოლაში, მთელი ძალით იბრძოდა ტერორისტების გასანადგურებლად და თავისი ქვეყნის დასაცავად, ამავდროულად უზრუნველყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და გაწირა საკუთარი სიცოცხლე.
თანამებრძოლებთან ერთად მამაცურად იბრძოდა და თითქმის ყველა ახალწვეული უვნებელი დაბრუნდა სახლში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის იყო ისრაელის ნამდვილი გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაიღო იმ ქვეყნისთვის, რომელიც ასე უყვარდა “, – ამბობენ მისი ახლობლები.
