Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ეგიო: სროლა პოლიციასა და უცნობ თავდამსხმელებს შორის

ეგიოს რეგიონში დღეს დილით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და ოთხ უცნობ თავდამსხმელს შორის, რომლებიც ბანკპმატის გატაცებას ცდილობდნენ.

კერძოდ, პოლიციის ცნობით, ეგიოს უსაფრთხოების დეპარტამენტის საპატრულო ეკიპაჟმა უცნობი პირები იმ მომენტში შეამჩნია, როდესაც ისინი ცდილობდნენ ბანკომატის გატაცებას, რომელიც სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული.

პოლიციის დანახვისთანავე უცნობმა თავდამსხმელებმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყეს, ამ უკანასკნელებმა კი საპასუხო ცეცხლით უპასუხეს, თუმცა დაზიანების მიყენების გარეშე.

ამის შემდეგ დამნაშავეები მანქანაში ჩასხდნენ და პატრა-კორინთის ძველი ეროვნული გზის მიმართულებით ადგილიდან მიიმალნენ.

ცოტა ხნის შემდეგ მოძალადეების მანქანა ქალაქის აღმოსავლეთ შესასვლელთან დამწვარი იპოვეს. როგორც გამოძიებიდან გაირკვა, მანქანა მოპარული იყო.

ამჟამად დამნაშავეების იდენტიფიცირებისათვის და მათ დასაკავებლად გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, როგორც ბანკომატის მდებარეობის, ასევე დამწვარი მანქანის აღმოჩენის ადგილიდან. მოწმდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებიც.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *